პარლამენტის ვიცე-სპიკერად უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა აირჩიეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერად უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა აირჩიეს. აღნიშნულ თანამდებობაზე კუჭავას არჩევის შესახებ დადგენილებას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ამასთან, ამავე დადგენილებით, მას ვადაზე ადრე შეუწყდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილება.

გარდა ამისა, პარლამენტმა 81 ხმით მხარი დაუჭირა უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევას. მანამდე მაჭარაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი და აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ახალი საკადრო გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც 14 ნოემბრის კენჭისყრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის რიგები 12-მა დეპუტატმა დატოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა