რუსთავის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა 19 წლის ნიკოლოზ ლუნაშვილს უმასპინძლეს, რომლის შექმნილი ქართული ანბანის კალიგრაფიით გაფორმებული ტრამვაი სტრასბურგში მოძრაობს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რუსთაველ კალიგრაფ - 19 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილს უმასპინძლეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შოთა რეხვიაშვილმა და ირაკლი ტაბაღუამ ახალგაზრდა კალიგრაფს მიღწეული წარმატება მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, ქალაქ სტრასბურგის ქუჩებში, სწორედ რუსთაველი კალიგრაფის, ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ შექმნილი ქართული ანბანის კალიგრაფიებით გაფორმებული ტრამვაი მოძრაობს.

„მოგეხსენებათ, საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ამასთან დაკავშირებით, სტრასბუგის მთავრ მოედანზე 6 თვის განმავლობაში იქნება აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშა და ტრამვაის ვიტრაჟებზე განთავსდა ქართული ანბანის კალიგრაფიული ნიმუშები. ეს შესანიშნავი შემოქმედება, ეკუთვნის ჩვენს რუსთაველ ახალგაზრდას - ნიკოლოზ ღუნაშვილს. დღეს ჩვენ გვქონა მასთან შეხვედრისა და მადლიერების გამოხატვის შესაძლებლობა, ნიკოლოზი არის სამაგალითო ადამიანი. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ისტორია, კულტურა, საოცარი სილამაზის დამწერლობა და ენა, მიხარია, რომ 19 წლის ადამიანი, მსოფლიოს მასშტაბით, ახერხებს ჩვენი ქვეყნის ასეთ მაღალ დონეზე პოპულარიზაციას, რაც, რაღა თქმა უნდა მისაბაძია“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მერიის ცნობით, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ნიკოლოზ ღუნაშვილს თანამშრომლობა, ასევე რუსთავის მერიაში ერთთვიანი სტაჟირების გავლის შემდგომ, მისი სურვილისამებრ შერჩეულ ერთ-ერთ სამსახურში დასაქმება შესთავაზა.

,,პირველ რიგში, მინდა ჩვენს ქვეყანას მივულოცო ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა და აქვე მინდა სიამაყით ავღნიშნო, რომ სწორედ რუსთაველი კალიგრაფის - ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ შექმნილი ქართული ანბანის კალიგრაფიები ამშვენებს სტრასბურგის ქუჩებს. ჩვენ ნიკოლოზს შევთავაზეთ, რომ სწავლის პარალელურად, რუსთავის მერიაში გაიაროს ერთთვიანი სტაჟირება და შემდგომ გადაწყვიტოს თუ რომელ სამსახურში ხედავს თავის თავს, სწორედ იმ სამსახურში დავასაქმებთ შრომითი ხელშეკრულებით“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

როგორც ნიკოლოზ ღუნაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, მისთვის სასიხარულო და სასიამოვნო იყო აღნიშნულ პროექტზე მუშაობა და ნამდვილად არ ელოდა, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდა.

„ქართული ანბანი მართლაც უნიკალურია და ეს რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან დიდი წარმატებაა. მიხარია, რომ ამ საქმეში მივიღე მონაწილეობა. სიმართლე გითხრათ, ასეთ წარმატებას არ ველოდი, ნამდვილად მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ნიკოლოზ ღუნაშვილმა.

„ნიკოლოზ ღუნაშვილი კალიგრაფიით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება, რუსთაველი პედაგოგების დახმარებით შეძლო. ის ქვემო ქართლის მასშტაბით გამართული კონკურს ,,კალიგრაფიის მარგალიტები“-ს არაერთგზის გამარჯვებულია. ქართული ანბანის ახალი და განსხვავებული მოხაზულობების გარდა, ნიკოლოზი კალიგრამებსაც ქმნის, ის უამრავი საინტერესო პროექტის მონაწილეა. ნიკოლოზ ღუნაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამშენებლო ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო