კახა კალაძე - ოპოზიციის მიზანია, რომ მოხდეს შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება - ყველანაირ მშვიდობიან და კანონიერ ფორმას სცდება ბლოკირება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა ადამიანს აქვს უფლება პროტესტის გამოხატვის, თუმცა მხოლოდ კანონის ფარგლებში. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მიმდინარე პილიტიკური მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

კალაძე ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს.

„ეს დისკომფორტი არ არის ჩვენთვის, რადგან არსებობენ ადამიანები, ვისაც აქვთ განსხვავებული მოსაზრება. ყველას ერთნაირი მიდგომა და დამოკიდებულება კონკრეტულ საკითხებზე ვერ გვექნება. მთავარია ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შენარჩუნდეს სიმშვიდე. ოპოზიციას მოვუწოდებ კონსტრუქციულობისკენ. პირველ რიგში, ეს აზიანებთ მათ და მათ ინტერესებს”,- განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, პარლამენტის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია და საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიციის მობილიზების მიზანია, რომ გარკვეული დაპირისპირებები თავიდან იქნას აცილებული.

„პოლიციის მობილიზება არის მიმართული იმისკენ, რომ მოხდეს პრევენცია და თავიდან იქნას აცილებული დაპირისპირება.

ჩვენ ვიცით მათი ქმედებები, ესაა კანონიდან გადახვევა, ბლოკირება. პარლამენტის ბლოკირება არის სისხლის სამართლის დანაშაული. მათი მიზანია, რომ მოხდეს შეხლა-შემოხლა, დაპირისპირება. ყველანაირ მშვიდობიან და კანონიერ ფორმას სცდება ბლოკირება”,- განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა