მარიამ ჯაშის განცხადებით, ახალი ფრაქცია არ იხელმძღვანელებს არც ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგით

ფრაქცია არ იხელმძღვანელებს არც ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგით. ჩვენ ვინარჩუნებთ დამოუკიდებელი დეპუტატების მიუკერძოებელ პოზიციებს, - ამის შესახებ დეპუტატმა მარიამ ჯაშმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტში ახალი ფრაქციის „დამოუკიდებელი დეპუტატები“ შექმნას, რომლის ხელმძღვანელიც თავად იქნება.

როგორც ჯაში აღნიშნავს, ეს მისთვის საინტერესო გამოწვევაა.

„ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი და თავისუფალი, მიუკერძოებელი განცხადებების და პოზიციების დაფიქსირების შესაძლებლობა. 5 დღეა ეს შემოთავაზება იყო კოლეგების მხრიდან. მე კოლეგებისგან დავინახე, რომ ისინი მზად არიან შეიქმნას კონსტრუქციული ფრაქცია, რომელიც საზოგადოების ინტერესებზე იქნება ორიენტირებული. ჩემთვის ეს არის ძალიან საინტერესო გამოწვევა. გვინდა, რომ შეიქმნას ახალი დღის წესრიგი. თითოეული ჩვენგანი ინარჩუნებს ინდივიდუალური განცხადებების გაჟღერების შესაძლებლობას, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები, მაგრამ ფრაქციის სახელით გაჟღერდება მხოლოდ შეჯერებული პოზიციები. ფრაქცია არ იხელმძღვანელებს არც ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგით. ჩვენ ვინარჩუნებთ დამოუკიდებელი დეპუტატების მიუკერძოებელ პოზიციებს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ამასთან, იგი დარწმუნებულია, რომ დეპუტატები, რომლებმაც უმრავლესობის რიგები 14 ნოემბრის კენჭისყრის შემდეგ დატოვეს, გაერთიანებას შეძლებენ და პარლამენტში ახალი ფრაქციები კიდევ შეიქმნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სხვა კოლეგები შეძლებენ გაერთიანებას და დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ ვიხილავთ სხვა ფრაქციებს, რათა უფრო მრავალფეროვანი გახდეს დამოუკიდებელ დეპუტატთა ჩართულობის შესაძლებლობა,“ - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, ახალ ფრაქციაში „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ერთიანდებიან: ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი და მარიამ ჯაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა