ანონსი 29 ნოემბერი

29 ნოემბერს, 09:30 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მართავს ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას - კარგი მართველობის ფორუმი (GG Forum).

მის: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“.

საკონტაქტო: მაგდა გუგავა - 599420206

29 ნოემბერს 10:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ იმართება სემინარი “საარჩევნო დავების განხილვა საქართველოში: გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები”.

მის: რუსთაველის გამზ.13

29 ნოემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლების შეიკრიბებიან და საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას შეეცდებიან.

29 ნოემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N312 (C კორპუსი, III სართული)

29 ნოემბერს, 11.00 საათზე, ბიზნესცენტრ King David-ში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პროექტის "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პრეზენტაციას გამართავს.

ღონისძიებას სხვადასხვა ბიზნესასოციაციები, დეველოპერები, ინვესტორები და მთავრობის წევრები დაესწრებიან.

მის: ალექსიძის ქ. 12

29 ნოემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

29 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეინში“ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ტექსტილისა და ვაჭრობის სფეროებში შრომითი უფლებების აღსრულების შესახებ მომზადებული კვლევის პრეზენტაციას გამართავს.

კვლევა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის მხარდაჭერით განახორციელდა.

29 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2019 წლის ოქტომბერი

მის: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, დადიანის #30

29 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, „მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივნის, კახა ძაგანიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საარჩევნო სისტემის საკითხი. პოზიცია საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

29 ნოემბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

29 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 28 ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე დაკავებული „შეცვალეს“ წევრის ბექა პაპაშვილის პროცესი გაიმართება.

29 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

პლენარული სხდომის შესვენების დროს:

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

29 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება პრესკონფერენცია.

თემა: ჰოლივუდის კინოსტუდიები არალეგალური ფილმების ჩვენებისთვის საქართველოს სანქციებით ემუქრებიან.

საკონტაქტო: მაია სიხარულიძე 577343355

29 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გაიმართება.

29 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ჰანსენი “თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელების” შესახებ სასესხო და პროექტის მხარდაჭერის შეთანხმებებს მოაწერენ ხელს. ასევე, გაფორმდება შეთანხმება „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის“ თაობაზე.

მის: საკრებულო, თავისუფლების 2

29 ნოემბერს, 15:00 საათზე, „ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის“ დარბაზში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საარჩენო სისტემის ახალ მოდელს წარადგენენ, რომელიც ერთობლივი კონსულტაციების შედეგად შეიქმნა.

პრეზენტაციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დაესწრებიან, რომლებიც შეხვედრის დასასრულს ხელს მემორანდუმს მოაწერენ.

მის: ლადო გუდიაშვილის ქ. 18

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია („ახალი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი) - 555 60 26 34

29 ნოემბერს, 17.00 საათზე სასტუმრო „რუმსში“ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ თანამოაზრეებთან ერთად ახალ საკონსულტაციო პლატფორმას წარადგენს.

საკონტაქტო: 577 403734

29 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგების პრეზენტაციას გამართავს.

პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი გიორგი სახოკია, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

მის: ცოტნე დადიანის #30

29 ნოემბერს 19:30 საათზე, ანა დოლიძე „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ კამპანიის წარმომადგენლებთან ერთად მთავრობის კანცელარიასთან გამართავს აქციას - პირველი გამარჯვება - მთავრობა იმოქმედე.

მის: ინგოროყვას N7

საკონტაქტო თამარ კაციტაძე 599 437 403

29 ნოემბერს, 20:00 საათზე, სასტუმრო„იოტაში“ გაიმართება კატო მიქელაძის პრემიით დაჯილდოების ცერემონია, რომლის მთავარი თემა წელს მოძრაობებს შორის თანამშრომლობა და თანაკვეთაა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილი, ხოლო გამარჯვებულს პრიზს გადასცემს გაეროს წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი.

მის: ლერმონტოვის ქ. N10

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა