პარლამენტთან აქციისას დღეს დაკავებული „შეცვალეს“ აქტივისტი ბექა პაპაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტი ბექა პაპაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. აღნიშნულის მიზეზი მისი ადვოკატის შუამდგომლობა გახდა, რომელმაც მტკიცებულებების წარმოსადგენად სასამართლო პროცესის გადადება მოითხოვა.

თავად ბექა პაპაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებას არ ეთანხმება.

„ჩემი მხრიდან შსს-ს თანამშრომლების მიმართ არანაირ შეურაცხყოფას და დაუმარჩილებლობას ადგილი არ ჰქონია. ხელისუფლების მხრიდან ეს არის მიზანმიმართული ზეწოლა და დანიშნება მოძრაობა "შეცვალეს" მიმართ",-განაცხადა ბექა პაპაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბექა პაპაშვილი სამართალდამცავებმა დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციისას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის დააკავეს. მისი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 29 ნოემბერს, 12:00 საათზე, ჩაინიშნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა