„შავ პარასკევს“ გამომცემლობა „პალიტრა L“ რამდენიმე ადგილზე იქნება წარმოდგენილი

„შავ პარასკევს", გამომცემლობა „პალიტრა L" რამდენიმე ადგილზე იქნება წარმოდგენილი. „პალიტრა L" - ის ინფორმაციით, „თბილისის წიგნის დღეებსა" („ექსპო ჯორჯია", წერეთლის #118) და „წიგნის ფესტივალი ქარვასლაში" (ც. დადიანის #7) გამომცემლობის წიგნების შეძენა 30%-დან 80%-მდე ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

„შავი პარასკევი“ - მადლიერების დღის მეორეა დღე აშშ-ში, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. აშშ-ში მრავალი მაღაზია სხვადასხვა პროდუქციაზე ამ დღეს მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს აწყობს. ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი „შავი პარასკევი“ 1966 წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად გამოიყენეს. „შავი პარასკევი“ როგორც წესი, 23-იდან 29 ნოემბრამდე შუალედში აღინიშნება.

იხილეთ ღონისძიებების ბმულები: https://www.facebook.com/events/432002984166739/ ; https://www.facebook.com/events/2535934636490868/.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა