სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, შესრულებული პროექტების მონიტორინგი დაიწყო

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე ზესტაფონში იმყოფება. გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან ზესტაფონით დაიწყო იმ შესრულებული პროექტების მონიტორინგი, რომლის განხორციელებაც 2019 წელს იყო დაგეგმილი.

სახელმწიფო რწმუნებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე, მოადგილე ბესიკ გოფოძესთან და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად ეცნობა.

ზვიად შალამბერიძე კვირის განმავლობაში 12-ვე მუნიციპალიტეტს ეწვევა და პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნობა.

ზესტაფონში, ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქციის ფარგლებში, აღმაშენებლის მოედანზე ახალი სივრცე მოეწყო. განახლებული ტერიტორია თნამედროვე ტიპის ინვენტარით აღიჭურვა და შადრევანი დამონტაჟდა. რეაბილიტირებული ლოკაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არის ადაპტირებული. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 557 177 ლარით ფინანსდება. განახლებული ცენტრალური მოედანი, როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებს კომფორტული დასვენების საშუალებას მისცემს.

დღესვე, სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები სოფელ პირველ სვირში, ამბულატორიის მშენებლობის პროცესს გაეცნენ და შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების მშენებლობა, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 89 998 ლარს შეადგენს. ახალი ამბულატორიით 3 000-ზე მეტი ადგილობრივი ისარგებლებს.

მონიტორინგის ფარგლებში, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შიდა საუბნო გზებზე მიმდინარე სამუშაოებიც მოინახულეს. ამ ეტაპზე ქალაქ ზესტაფონის 14 ქუჩისა და მუნიციპალიტეტის 5 სოფლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 5 ქუჩის კეთილმოწყობა უკვე დასრულებულია. მიმდინარე სამუშაოები დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა