მმართველი გუნდის წევრების ნაწილი პარლამენტში უმრავლესობის სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმირებული არ არის

მმართველი გუნდის წევრების ნაწილი პარლამენტში უმრავლესობის სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმირებული არ არის.

როგორც ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარმა ელგუჯა გოცირიძემ განუცხადა, ის უმრავლესობის სხდომის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

ელგუჯა გოცირიძის თქმით, მისთვის უჩვეულოა, რატომ მივიდნენ მმართველი გუნდის წევრები პარლამენტში ადრე.

"ჩემთვისაც უჩვეულოა. დილით ადრე ადგომა არ მიყვარს. რაღაც საქველმოქმედო ღონისძიებაა რაიონში დღეს და იქ მინდა წასვლა. სულ რაღაც ორი წუთის საქმე მქონდა (პარლამენტში) და ახლა წავალ. კი არ შემოვიარე, საქმე მქონდა და ამისთვის მოვედი. არ ვიცი, არის თუ არა დღეს უმრავლესობის სხდომა. არ ვარ საქმის კურსში. დღეს სესიაზე დასწრებას არ ვაპირებ. ტყიბულში მინდა, რომ ჩავიდე. კიდევ რაღაც გამომიჩნდა, საღამოს არის საქველმოქმედო ღობისძიება და მინდა წასვლა", - განუცხადა ელგუჯა გოცირიძემ ჟურბალისტებს პარლამენტის ეზოში.

ჟურნალისტების კითხვაზე, დაავალეს თუ არა მას, რომ ადრე მისულიყო პარლამენტში, გოცირიძემ აღნიშნა, რომ მას არავინ არაფერს ავალებს.

იხილეთ ვიდეო: "დედამიწის ზურგზე არ არსებობდეს ადამიანი, რომელიც რაიმეს დამავალებს... არ მიყვარს დილას ადრე ადგომა" - ტყიბულის მაჟორიტარი პარლამენტში ადრე მისვლაზე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა