სოფო კილაძე - დიახ, დღეს ადრე მოვედი, სოფო კილაძე არის ერთ-ერთი ის დეპუტატი, რომელიც ადრე მოდის ხოლმე

დიახ, დღეს ადრე მოვედი. გარკვეული პოლიტიკური საკითხები გვქონდა გასავლელი. 07:00 საათზე და 08:00 საათზეც გინახივართ პარლამენტში, - ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ჟურნალისტების შეკითხვას და ადასტურებს, რომ დეპუტატები პარლამენტში დილით ადრე მივიდნენ. სოფო კილაძე აცხადებს, რომ ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ხედავს.

„რა მნიშვნელობა აქვს, რომელ საათზე მოვედი? სოფო კილაძე არის ერთ-ერთი ის დეპუტატი, რომელიც ადრე მოდის ხოლმე,"- განაცხადა სოფო კილაძემ.

რაც შეეხება საპროტესტო აქციას, კილაძე ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილის ქცევა არ შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს.

„ოპოზიციის ნაწილი გასულია დემოკრატიული ჩარჩოებიდან და ამით ვერავითარ პოლიტიკურ დივიდენდს ვერ მიიღებენ. სიძულვილის ენა, ადამიანების დაბულინგება მათ არ მიიყვანს კარგ შედეგამდე. ისინი იქცევიან ზუსტად ისე, როგორც „კმარა" იქცეოდა თავის დროზე და რა შედეგიც მიიღო საზოგადოებამ ასეთი ძალის ხელისუფლებაში მოსვლისგან, ყველამ ვნახეთ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა