ნათია თურნავა - არ მრცხვენია და ამაყი ვარ, რომ დღეს ამდენი ობიექტი შევთავაზე ბიზნესს და არ მგონია, რომ ვინმეს აზრად მოუვა ბიზნესის და ინვესტორების პიკეტირება

არ მრცხვენია და ამაყი ვარ, რომ დღეს ამდენი ობიექტი შევთავაზე ბიზნესს და არ მგონია რომ ვინმეს აზრად მოუვა ბიზნესის, ეკონომიკური ზრდის და ინვესტორების პიკეტირება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს აქციებზე საუბრისას განუცხადა.

ნათია თურნავას თქმით, მშვიდობიანი აქციის საწინააღმდეგო არავის არაფერი შეიძლება ჰქონდეს.

„რა ნაწილშიც პროტესტის გამოხატვის ფორმები არ სცდება კანონმდებლობას, ეს მისაღებია და მშვიდად უნდა შევეგებოთ. სადაც გვაქვს საქმე ისეთ ქმედებებთან, რომლებიც იწვევს სახელმწიფო უწყებების პარალიზებას და ჩვენი საქმიანობისთვის ხელის შეშლას, აქ სამართალდამცავები სრულიად ადეკვატურ ზომებს იღებენ", - აღნიშნა მინისტრმა თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა