ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის ეზოში ქართულ-ოსური მეგობრობის ხეივანი გაშენდა

ცხინვალიდან რამოდენიმე მეტრში, ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის ეზოში ქართულ-ოსური მეგობრობის ხეივანი გაშენდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, იფნისა და მუხის 40 ძირი ნერგი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან ერთად ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმაც დარგეს. ნერგების დარგვამდე სკოლის მოსწავლეებმა სიმბოლურად ქართული და ოსური ცეკვები შეასრულეს.

„ძალიან ამაღელვებელია აქ, ცხინვალთან ასე ახლოს ახალგაზრდების ეს ინიციატივა. მშვიდობიანი აქციებით უნდა შევძლოთ ტერიტორიების დაბრუნება და ურთიერთობის აღდგენა. მე მჯერა, რომ ასეთ ხეივანს სულ მალე ცხინვალშიც გავაშენებთ", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

„მეგობრობის ხეივნის გაშენება ერგნეთ-მამისაანთუბნის სკოლის 30 წლისთავს დაემთხვა. აქცია განხორციელდა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ეგიდით, რომლის ფარგლებში ერგნეთ-მამისაანთუბნისა და გორის მე-4 საჯარო სკოლები დამეგობრდნენ და შექმნეს ეკოკლუბი ,,ჩვენ და ბუნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს