თორნიკე რიჟვაძე - ნარინჯისფერი რთველი აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს, საექსპორტო ბაზრებს ახალი ქვეყნები დაემატა

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.

თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში ნარინჯისფერი რთველის მიმდინარეობაზე და საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებზე ისაუბრა.

„,ნარინჯისფერი რთველი აჭარაში აქტიურ ფაზაშია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ციტრუსის სეზონი ჩავატაროთ წარმატებით. წელს გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეები. ტრადიციულ ბაზრებთან ერთად რამდენიმე ახალი ქვეყანა, ახალი საექსპორტო მიმართულება დაემატა, მათ შორის სინგაპური, სლოვენია, ყატარი და ა.შ. ფასები არის საკმაოდ მაღალი და ამიტომ, ყველას ერთად გვმართებს ჯეროვანი მუშაობა, რომ თითოეულმა ოჯახმა, თითოეულმა ფერმერმა მიიღოს მაქსიმალური შემოსავალი და ნარინჯისფერი რთველი აჭარაში წარმატებით ჩატარდეს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში ციტრუსის რთველს კოორდინაციას უწევს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

რაც შეხება საექსპორტო მონაცემებს, დღეის მდგომარეობით, მანდარინის ექსპორტმა 3 909 ტონა შეადგინა. ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, სინგაპური, სლოვენია, ყაზახეთი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო