იტალიის პოლიციამ ჰიტლერისა და მუსოლინის იდეოლოგიის მხარდამჭერი პრო-ნაცისტული პარტიის შექმნა აღკვეთა

იტალიის პოლიციამ 19 ადამიანის სახლში რეიდი განახორციელა. როგორც CNN-იტყობინება, მათ სურდათ „პრო-ნაცისტული, ქსენოფობიური და ანტი-სემიტური“ პარტიის შექმნა.

პოლიციამ ეჭვმიტანილების სახლებში იარაღი, ნაცისტურ, ფაშისტური სიმბოლოები და პროპაგანდისტული მასალები აღმოაჩინა, მათ შორის ადოლფ ჰიტლერისა და ბენიტო მუსოლინის პლაკატები და მათი ამსახველი დროშები.

მათი ცნობით, აღნიშნული ადამიანები იდეოლოგიური ფანატიზმის გავრცელებას ეწეოდნენ, იყენებდნენ რა სოციალურ მედიას სხვა მხარდამჭერების მოსაზიდად.

პოლიციის ინფორმაციითვე, ჯგუფის წევრებს კავშირი ჰქონდათ ინგლისისა და პორტუგალიის ნეო-ნაცისტურ ჯგუფებთან. იტალიის მედიის ცნობით, ეჭვიტანილთა შორისაა, 50 წლის ქალი, რომელიც თავს „ჰიტლერის სერჟანტ-მაიორს“ უწოდებს და 26 წლის ქალი, რომელიც „მის ჰიტლერად“ მოიხსენიება.

იტალიის კანონდებლობის მიხედვით, ფაშისტური ჟესტების და სიმბოლოკის გამოყენება, დასჯადი ქმედებაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა