სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით რეფორმების მხარდასაჭერად, საქართველო საფრანგეთისგან 35 მლნ ევროს მიიღებს

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გაელე ასაიაგმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის, რომლის საფუძველზეც სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად, საქართველო 35 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს მიიღებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოსთან თანამშრომლობს სოციალურ სფეროში 3-წლიანი (2018-2020) პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სოციალური მხარდაჭერისა და სოლიდარობის სისტემის განვითარება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადეკვატური მომსახურების გაწევა, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფა, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გამოყოფილი რესურსების ოპტიმიზაცია, რომელიც გულისხმობს ავარიული შენობის დახურვას, საჭიროების მქონე ოჯახის შესაბამის საცხოვრებელში განთავსებას და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებას.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 35 მილიონი ევროს ოდენობის პირველი ტრანში მიმდინარე წლის დასაწყისში უკვე ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა