თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით ბავშვთა საქველმოქმედო ფონდ „იალქანს“ ფართი გადაეცა

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ფონდ "იალქანს", რომელიც წლებია რეგიონში ძალადობის მსხვერპლი მოზარდების, არასრულწლოვნების, უსახლკაროდ დარჩენილი ბავშვებისა საკითხებზე მუშაობს, ეფექტური ფუნქციონირებისთვის ფართი სარგებლობაში გადაეცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, გადაწყვეტილების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გვაქვს სასიამოვნო სიახლე. ყველა იცნობთ ფონდი „იალქანის“ საქმიანობას. წლების განმავლობაში ეს ფონდი დახმარებას უწევდა ასობით ბავშვს, როგორც სოციალურად დაუცველებს, ასევე ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. მათ ჰქონდათ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ფართთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარგებლობაში გადავცეთ შესაბამისი ფართი, რომელიც დაეხმარება ამ ფონდს კიდევ უფრო წარმატებით და ეფექტურად დაეხმაროს ბავშვებს და უფრო წარმატებით განახორციელოს მისი საქმიანობა და შეასრულოს მისი მანდატი.

ფონდი წლების განმავლობაში ეხმარება სოციალურად დაუცველ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციამ ასობით ბავშვი ქუჩას ჩამოაშორა. ფონდი ჯანდაცვის სამინისტროს კრიზისული თავშესაფრის 24 საათიან პროგრამაშიც ჩაერთვება“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ