„შეცვალეს” აქტივისტს ბექა პაპაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

28 ნოემბერს პარლამენტთან გამართულ აქციაზე დაკავებული მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტს ბექა პაპაშვილს 5 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

პაპაშვილის ადვოკატის, სალომე ქურდიანის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს დადგენილებას არ ეთანხმება, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.

“ერთ ნაწილში გავმართლდით, თუმცა პოლიციის დაუმორჩილებლობის ნაწილში მაინც გაგვამტყუნეს. ბრალდების მხარემ 5 დისკი წარმოადგინა, ერთი ნახევარსაათიანიც კი, მაგრამ მსგავსი რამ კნინობითი სიტყვებიც კი არ იყო ნახსენები ჩანაწერებში, არათუ გინება და შეურაცხყოფა. მაინც ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ალბათ გაითვალისწინეს ის, რომ 2 დღის გამოსული იყო ციხიდან და მოსამართლემ ვერ გაბედა დადებითად გადაეწყვიტა",- განაცხადა ადვოკატმა.

სხდომაზე იმ ვიდეო-ჩანაწერების განხილვა მოხდა, რომელიც მტკიცებულების სახით წარმოადგინა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ.

სასამართლომ აღნიშნული მასალები საქმეს მტკიცებულებად დაურთო. ბრალდებულის ადვოკატის სალომე ქურდიანის განცხადებით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოში პაპაშვილის დაკავების კადრებია ასახული.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტი ბექა პაპაშვილი 28 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს, საღამოს კი დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა