ივანე მაჭავარიანი - პროტესტი შეიძლება უჩნდება ადამიანს, მათ შორის ოპოზიციას, ეს ლეგიტიმურია - მერე როგორც ამჟღავნებს პროტესტს - ეს არ არის ლეგიტიმური

პროტესტი შეიძლება უჩნდება ადამიანს, მათ შორის ოპოზიციას, ეს ლეგიტიმურია. მერე როგორც ამჟღავნებს პროტესტს - ეს არ არის ლეგიტიმური. ეს უნდა განვასხვავოთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან კანონი არ დარღვეულა.

„არც ერთ შემთხვევაში არ არის დასაშვები არანაირი ტიპის კანონდარღვევა. ხელისუფლების მხრიდან კანონი არ დარღვეულა. თუ საკითხი არის იმაზე, რომ პირობა ვერ შესრულდა, ეს არც არავის არ დაუმალავს. ნაწილმა საერთოდ დატოვა უმრავლესობა, მეორე ნაწილმა გულის ტკივილი გამოთქვა, ვიღაცას ალბათ გაუხარდა კიდეც, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში კანონის დარღვევასთან კავშირი არ გვაქვს. საუბარი იმაზე, რომელი მოდელი სჯობს, მე მიკვირს, საერთოდ აბსურდულია. ისინი, ვინც ამ მოდელს ითხოვენ, პროპორციულ არჩევნებს ნულოვანი ბარიერით, ისინიც კი ხვდებიან, რომ ეს არ არის ყველაზე ეფექტური და საუკეთესო მოდელი მმართველობისთვის, თუმცა, რაც გუშინ ვთქვი, დღესაც გავიმეორებ, ეს იყო პოლიტიკური კონსენსუსის მიზნით და სიტუაციის განმუხტვის კუთხით გაკეთებული, რაც სამწუხაროდ ვერ შესრულდა.

შესაბამისად, აქ არის მორალური კომპონენტი, თუ მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც დღეს გარეთ არის და იჩემებენ, რომ საზოგადოების და მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთაა პროპორციული, თუ ეს მართლა ასეა და მოხდა ამდენი ადამიანის იმედგაცრუება, ისინი ამას აუცილებლად ასახავენ საარჩევნო ყუთებთან. შესაბამისად, კანონის დარღვევა, პიკეტირება არანაირ ნორმებში არ ჯდება”,- განაცხადა მაჭავარიანმა.

რაც შეეხება სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებისთვის აქციაზე შეშის გამოყენების აკრძალვას, მაჭავარიანმა განაცხადა, რომ „თუ შეშაზე უკეთესი ალტერნატივა იყო შეთავაზებული, თავისთავად შეშა არის საბაბად გამოყენებული”.

„თუ გამათბობლის შეტანაა შესაძლებელი, თუ დენი შეგიძლია მიაწოდო, ე.ი. შეშა გასათბობად კი არა, რაღაც სხვა რამის გამო არის“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა