კახაბერ გვანცელაძემ მთაწმინდის რაიონში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ მთაწმინდის რაიონში არსებულ საბავშვო ბაღებში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები რაიონის გამგებელთან და საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს N4 და N55 ბაგა-ბაღების შენობების გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტები 2019 წელს დაიწყო და მომავალ წელს დასრულდება. ორივე შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც ვერ ხერხდებოდა ინტერიერისა და ეზოების სათანადოდ მოწესრიგება. ამჟამად, პროექტის პირველი ეტაპი - შენობის საძირკვლის გამაგრება დასრულებულია. მიმდინარეობს ფასადების განახლება და შიდა სარემონტო სამუშაოები.

კახაბერ გვანცელაძემ დავით კირკიტაძესა და თამარ ტალიაშვილს მთაწმინდის რაიონში გამაგრება-რეკონსტრუქციის დასრულებული პროექტიც გააცნო.

ნიშნიანიძის N4-ში მდებარე N144 ბაგა-ბაღის შენობა გასულ ზაფხულს გამაგრდა, რის შემდეგაც, განახლდა ინტერიერი და კეთილმოეწყო ეზო. ბაგა-ბაღი სტანდარტულ რეჟიმში ფუნქციონირებს და 200-მდე აღსაზრდელს ემსახურება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა