სოფელ ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და ავტოსადგომის მშენებლობას. ასევე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.

სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა მუდმივად მატულობს, მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას. პროექტის დასრულების შემდეგ კი სრულად მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და 2020 წლის მარტში დასრულდება. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.2 მილიონი ლარია.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს