ზესტაფონის მერია ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარება-პოპულარიზაციისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარება - პოპულარიზაციისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტში 8 საფეხბურთო მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

„4 სრულიად ახალი სტადიონის მშენებლობა ქალაქის N4, N5, N6 და N 7 საჯარო სკოლებში ხორციელდება. სასწავლო დაწესებულებებს, წლების განმავლობაში არ ჰქონიათ სპორტული მოედნები. პროექტის მიხედვით, მოედნებზე ხელოვნური საფარი დაიგება და შესაბამისი ინვენტარი განთავსდება. სკოლებში სტადიონების მოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რაზეც 306010 ლარი დაიხარჯება.

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 4 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ასევე ქალაქის სხვადასხვა მისამართზე. სოფელ მარტოთუბანში კი ავღანეთში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, მდინარი ბებიაშვილის სახელობის საფეხბურთო მოედნი შენდება. სტადიონების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 131 218 ლარი იხარჯება. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის დაკვეთით, ქალაქის 5 სხვადასხვა ლოკაციაზე, სავარჯიშო ზონა მოეწყობა, სადაც ტრენაჟორები განთავსდება. საფეხბურთო მოედნების მშენებლობა - რეაბილიტაცია 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დასრულდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა