აჭარის მთავრობა ხანძრით დაზარალებული ოჯახების ფინანსურ დახმარებას ზრდის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ხანძრით დაზარალებული ოჯახების ფინანსურ დახმარებას ზრდის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ამიერიდან სახლის სრულად განადგურების შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 15 000 ლარი გამოეყოფა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივ განადგურების შემთხვევაში 10 000 ლარი.

საკითხზე აჭარის მთავრობის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და დადებითად გადაწყვიტეს. ცვლილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N-14 დადგენილებაში აისახება, რომელიც არეგულირებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესს.

2019 წელს, აჭარის ა/რ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება 22 ოჯახს გაეწია, გამოყოფილმა თანხამ 197 843 ლარი შეადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა