დავით უსუფაშვილი - სააკაშვილი ივანიშვილისთვის ყველაზე ღირებული სახელი და გვარია დედამიწის ზურგზე, რადგან ამ საფრთხობელას შექმნით აპირებს ფონს გასვლას

სააკაშვილი ივანიშვილისთვის ყველაზე ღირებული სახელი და გვარია მთელი დედამიწის ზურგზე, რადგან ამ საფრთხობელას შექმნით აპირებს ფონს გასვლას. ეს მითი და მისი პიარკონსტრუქცია უნდა დაირღვეს, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „ლელოს“, „შენების მოძრაობის“ და „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკურ თანამშრომლობის დაწყების თაობაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, მათი ერთად დგომა ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ და პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებულმა კრიზისმა განაპირობა.

„დღეს ჩვენი ერთად დადგომა საკონსულტაციო საკორდინაციო რეჟიმში განაპირობა იმ საფრთხემ, რომელიც ქვეყანას ემუქრება. ხელისუფლება დაინტერესებულია ვითარების ესკალაციით, ამ ესკალაციის შედეგად არეულობის ფონზე არჩევნების ჩატარებით და ასე ხელისუფლების გაგრძელებით, ეს სრულიად აშკარად ჩანს. ჩვენ ამ შემთხვევაში გვაერთიანებს ძალიან მყარი რწმენა იმის თაობაზე, რომ ქვეყანას პროპორციული არჩევნები სჭირდება, თუ პროპორციული არჩევნები არ იქნება, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი არჩევნებისთვის, ნებისმიერ დროს იმისთვის, რომ იმ ხალხს, იმ ძალებს, მოქმედ ხელისუფლებას, ვისთვისაც ძალაუფლება თვითმიზნად იქცა და მზად არის შესწიროს ყველა და ყველაფერი -ქვეყნის პრესტიჟი, ეკონომიკური მდგომარეობა, ადამიანის კეთილდღეობა, უსაფრთხოება და ა.შ. ამის საშუალება არ მივცეთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, მომავალი აჩვენებს თუ რა რეჟიმში გააგრძელებენ ისინი თანამშრომლობას წინასაარჩევნო პერიოდში და შემდეგ უკვე პარლამენტში.

„ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ დღეიდან ჩვენს სხვა ნაბიჯებსაც შევათანხმებთ ერთმანეთთან, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთო ოპოზიციურ ფორმატში ჩვენი საქმიანობის გარდა, რომელსაც რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. ჩვენ საარჩევნო პროცესს ვუყურებთ კოორდინირებულად, შესაძლოა, ვიყოთ პარტნიორები საარჩევნო პროცესში, შესაძლოა, ვიყოთ კონკურენტები საარჩევნო პროცესში და პარტნიორები უკვე პარლამენტში, რასაც მომავალი გვიჩვენებს, მთავარია, კოორდინაცია ეფექტური იყოს. ჩვენს მომხრეებს და ყველა იმ მოქალაქეს მივმართავთ, რომელიც დაიღალა „ქოც-ნაცური“ თუ „ნაც-ქოცური“ დაპირისპირებით, როდესაც სააკაშვილი ივანიშვილისთვის ყველაზე ღირებული სახელი და გვარია მთელ დედამიწის ზურგზე, რადგან ამ საფრთხობელას შექმნით აპირებს ფონს გასვლას, ეს მითი და მისი პიარკონსტრუქცია უნდა დაირღვეს. ჩვენი მიმართვა იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც არ არის ვინმეს გაქრობის და აორთქლების მომხრე, იქნება ეს „ნაციონალი“ თუ „ოცნების“ წარმომადგენელი, მაგრამ საქართველო წარმოუდგენია სხვაგვარიც, არა მაინცდამაინც წარსულის დაბრუნებით, დღევანდელის გაგრძელებით, არამედ განსხვავებულით. ამ მოქალაქეებს მივმართავ, რომ ჩვენ გვაქვს მათი იმედიც, მათ ჰქონდეთ ჩვენი იმედი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა