ანონსი  30 ნოემბერი

30 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "ბილტმორში", მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მმართველი პარტიიისა და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან

30 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება საიას XXVII საერთო კრება.

მის: გუდიაშვილის ქ. N7

30 ნოემბერს, 11:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა და მასწავლებელთა ეროვნული კონფერენცია გაიმართება თემაზე: „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა“.

მის: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ჩარგლის ქ. 73, საკონფერენციო დარბაზი N305

საკონტაქტო: ანანო წივწივაძე 599563455

30 ნოემბერს 14:00 საათზე, "ექსპო ჯორჯიაში" თბილისის წიგნის ფესტივალზე ბავშვებისთვის სამაგიდო თამაშები მოეწყობა.

30 ნოემბერს, 14:00 საათზე, კანტის აკადემიის ორგანიზებით, სასტუმრო „ბილტმორში“, გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. მის: რუსთაველის #29

საკონტაქტო: ელენე გამეზარდაშვილი 577177517

30 ნოემბერს 15:00 საათზე, "ექსპო ჯორჯიაში" თბილისის წიგნის ფესტივალზე სოსო გალუმაშვილის მასტერკლასი - "ის რაც იუპიტერს ეპატიება" გაიმართება.

30 ნოემბერს, 16:00 საათზე, „თბილისის წიგნის დღეების“ ფარგლებში, დავით ჩიკვაიძის წიგნის, „ანტიგაყიდვების“ წარდგენა გაიმართება.

30 ნოემბერს, 18:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში ,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის’“ შეკრება გაიმართება.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს