ადვოკატი -  დაკავების ოქმში წერია, რომ ლაშა ჩხარტიშვილს  ხელში ეჭირა ლობიოს მარცვლები და აყარა ჰაერში -  ამის გამო დააკავეს

"ლებორისტული პარტიის" წევრის ლაშა ჩხარტიშვილის ადვოკატის ია სირანაშვილის განცხადებით, ჩხარტიშვილი იმის გამო დააკავეს, რომ “ხელში ლობიოს მარცვლები ეჭირა და ჰაერში აყარა”. მისივე თქმით, რაიმე დარღვევის ფაქტები ბრალდების მიერ წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებაში არ ჩანს.

“დაკავების ოქმში წერია, რომ ლაშას ხელში ეჭირა ლობიოს მარცვლები და აყარა ჰაერში. ამის გამო დააკავეს. სხვა მეტი არაფერი არ ჩანს იმ ვიდეომტკიცებულებაში, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა”,- განაცხადა ადვოკატმა.

ჩხარტიშვილის ადვოკატი დღეს დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე პროცესის გადადების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. მისი განცხადებით, ჩხარტიშვილის დაკავების შემდეგ მხოლოდ სამი საათი გავიდა, ამიტომ მტკიცებულებების მოპოვება ვერ შეძლო.

“რა თქმა უნდა, 3 საათის განმავლობაში ვერ მოხერხდებოდა ვერანაირი მტკიცებულებების მოპოვება. მეტი დრო ბატონმა მოსამართლემ არ მოგვცა. ახლაც დავაყენებ შუამდგომლობას, რომ იქნებ გადადოს სხდომა, რომ მტკიცებულებები წარვადგინო. რაც შეეხება ჯარიმას, გავასაჩივრებთ , რა თქმა უნდა. ჯარიმის დაწესება მოხდა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენების დროს, თუ რატომ განიხილავდა ერთი მოსამართლე ყველა დაკავებულის საქმეს. ლაშამ თქვა, თუ გინდათ, გამაძევეთო და ამის გამო გააძევა მისამართლემ”,- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ჩხარტიშვილი დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან. ლაშა ჩხარტიშვილი დღეს მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა და ჯარიმის სახით 300 ლარი დააკისრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა