ქუთაისში „ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა

ქუთაისში „ქართული ოცნების" მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ. მათ ოპოზიციის ოფისთან კვერცხები და ცოცხები მიიტანეს და შენობას დაუშინეს. ამას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, თუმცა სიტუაციის სრულად განმუხტვა ვერ ხერხდება.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები პირველად გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან მივიდნენ, რომელიც დაკეტილი დახვდათ, იქიდან კი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გადაინაცვლეს. შეგახსენებთ, დღეს დაპირისპირება მოხდა "ქართული ოცნების" ოფისთანაც, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრები „დასაბოქლომებლად“ მივიდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს