ბათუმში,  ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ახალი სანიაღვრე და წყალარინების სისტემის მოწყობა დაიგეგმა

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ახალი სანიაღვრე და წყალარინების სისტემის მოწყობა დაიგეგმა. ამის შესახებ, ,,ინტერპრესნიუსს'' ,,ბათუმის წყლის'' პრესცენტრიდან აცნობეს.

,,ბათუმის წყლის'' გენარალური დირექტორის, მარიკა გვიანიძის განცხადებით, შედეგად ამ მონაკვეთზე მცხოვრები ოჯახები ახალ წყალარინების და სანიაღვრე სისტემაზე გადაერთვება. ახალი წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის დაგეგმვის პროცესს ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში და ,,ბათუმის წყლის'' გენერალური დირექტორი მარიკა გვიანიძე ადგილზე გაეცნენ.

,,რეაბილიტაციის ფარგლებში, დაახლოებით, 50 მეტრზე მეტი ცენტრალური ახალი წყალარინების ქსელი მოეწყობა, რომელზეც 15 აბონენტი გადაერთვება. წლების მანძილზე ვაჟა ფშაველას ქუჩის ამ მონაკვეთზე, მიწისქვეშ არსებული დაზიანებული ქსელები გზასაც აზიანებდა, რაც დიდი დისკომფორტი იყო მოსახლეობისთვის'', - აცხადებს გვიანიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა