აბაშაში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

აბაშის მუნიციპალიტეტში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სალოტბარო სკოლა გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობის დაგეგმვა-განხორციელებას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან მაკალათიამ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ მოაწერეს.

სკოლის გახსნის მიზანია, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შესული უნიკალური ქართული სიმღერების გადარჩენა, შენახვა, პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. აბაშაში მცხოვრებ ნებისმიერი ასაკის მსურველს ქართული ტრადიციული სიმღერისა და გალობის შესწავლა უფასოდ შეეძლებათ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ჰარირა“ და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ბერეხა“. სალოტბარო სკოლა კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლის შენობაში განთავსდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო