ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან, გიგა ფარულავასთან ერთად გაეცნო.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მის რეაბილიტაციაზე 900 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, მოეწყო როგორც შიდა ინტერიერი, ასევე ფასადი, რომელიც თანამედროვე კომპოზიციური დეტალებით გაფორმდა. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და მისი რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდა. სახელმწიფო რწმუნებული დღესვე ზუგდიდის მეორე საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ახალ ბაღში იფუნქციონირებს 5 ჯგუფი, რომელიც 125 აღსაზრდელს მიიღებს. ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 167 999 ლარი იხარჯება. არსებული ბაღი ავარიული იყო, რის გამოც ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. ახალი ბაღის მშენებლობით კი ეს პრობლემა მოგვარდება.

დღესვე, სახელმწიფო რწმუნებული, ზუგდიდში, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნო, რომელიც გათვლილია სასწრაფოს შვიდ ბრიგადაზე. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 505 477 ლარია.

ალექსანდრე მოწერელია და გიგა ფარულავა თაბუკაშვილის ქუჩაზეც იმყოფებოდნენ, სადაც გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზასთან ერთად მოეწყობა ბორდიურები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. მშენებარე ტაძრის მიმდებარედ გათვალისწინებულია ავტოსადგომის მოწყობისა და გამწვანების სამუშაოებიც. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურმა აცნობა.

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2019
თემურ გოჩიტაშვილი - TANAP-ის ამოქმედების შედეგად საქართველო საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება