ბათუმის ცნობილი შენობების შესახებ გიდებისთვის  ტრენინგი ჩატარდა

ბათუმის ცნობილი შენობები, პიროვნებები და მათ ისტორიებზე ტრენინგს ათეულობით დამწყები და მოქმედი გიდი დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგის მონაწილეებმა ცნობილი თუ უცნობი ისტორიები ქალაქის პრაქტიკული ტურისას იმ შენობებთან მოისმინეს, სადაც მე-19-20-ე საუკუნის ბათუმის კულტურულ-ისტორიული წარსული იქმნებოდა. პრაქტიკული სემინარი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საშემოდგომო ტრენინგების ფარგლებში ტარდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გარდა აღნიშნული თემისა, 8 დეკემბრამდე ტრენინგები ბათუმური ეზოების, აივნების, კარების, ქართული მითოლოგიის, ქორეოგრაფიისა და საქართველოს ეკონომიკის შესახებ ტურიზმის დეპარტამენტის შენობაში გაიმართება. სატრენინგო პროგრამა, ისევე როგორც დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სხვა ტრენინგები უფასოა.

,,პარალელურად მიმდინარეობს ინგლისური ენის კურსების ახალი ეტაპი მაჭახელას, გოდერძისა და სახალვაშოს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის მაჭახელაში ენის კურსის პირველი, კურორტ გოდერძიზე მესამე, ხოლო სახალვაშოში მეორე ეტაპი. დღემდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის ბიზნესში დასაქმებულ 3000-მდე პირს ჩაუტარა ტრენინგ-სემინარი, რაც 2020 წელშიც აქტიურად გაგრძელდება,’’ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა