ხულოში სამი საბავშვო ბაღი გაიხსნა

სოფელ ვაშლოვანში, ბეღლეთსა და ბოძაურში ახალი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღები გაიხსნა და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, მაღალმთიან აჭარაში ახალი საბავშვო ბაღები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, განათლებისა და კულტურის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ დაათვალიერეს.

მათივე ინფორმაციით, ახლად გახსნილ საბავშვო ბაღებში 27 ადგილობრივი დასაქმდა. ამჟამად სააღმზრდელო დაწესებულებებში 62 ბავშვია რეგისტრირებული. ჯამში, სამივე საბავშვო ბაღს 96-მდე ბავშვის მიღება შეუძლია.

მათივე ცნობით, საბავშვო ბაღების მშენებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ხელისუფლების წევრების საზოგადოებასთან ღია შეხვედრების ფარგლებში, მოსახლეობა სწორედ ბაღების ნაკლებობის საკითხს სვამდა.

„ამჟამად ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე 23 საბავშვო ბაღი და 3 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს, სადაც, შვიდასამდე ბავშვი იღებს სკოლამდელ განათლებას.

2020 წელს დაგეგმილია კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ დიოკნისში.

დაიწყო თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა სოფელ ბეღლეთში, რომელიც 144 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა იქნება სრულად ადაპტირებული. პროექტით გათვალისწინებულია ღია და დახურული სპორტული მოედნის, ბიბლიოთეკის, ლაბორატორიების და სააქტო დარბაზის მოწყობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა