ზვიად შალამბერიძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან ბონდო სოფრომაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, დასრულების ეტაპზეა თერჯოლის ცენტრში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ოფისის მშენებლობა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელზეც 233 000 ლარი დაიხარჯება, მოქალაქეთა მომსახურეობის ხარისხს საგრძნობლად გააუმჯობესებს.

მუნიციპალიტეტში, ასევე ფინალურ ფაზაშია სოფელ ძევრის კეთილმოწყობა. ამჟამად მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები, მათ შორის, ფასადებისა და სახურავების შეკეთება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა შადრევანი და სკვერი, დაიგო ასფალტის გზა, მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიურები, შეიცვალა ტროტუარი და წყლის მილები.

საერთო ჯამში პროექტის განსახორციელებლად 658 000 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში 170 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალმთიან სოფელში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდა 15 საჯარო სკოლა. ასევე, კეთილმოეწყო 5 ამბულატორია.

სულ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 6 მლნ 300 ათასი ლარი დაიხარჯა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო