ქუთაისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს გაერთიანებული ოპოზიცია გამოეხმაურა

ქუთაისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ გამოეხმაურა. ოპოზიციის წევრებმა დღეს იმ ადამიანების ფოტოები და ვინაობა გაასაჯაროვეს, რომლებიც, მათი თქმით, ოპოზიციის ოფისებთან მომხდარ ინციდენტებში მონაწილეობდნენ.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა, ანდრო მაღლაკელიძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან არა მხოლოდ „ქართული ოცნების" მხარდამჭერები, არამედ წევრები, მერიის და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები იყვნენ.

„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია პარლამენტის კონსერვაციის დაწყებაზე, რამაც პროტესტი გამოიწვია. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ „ქართული ოცნების" ოფისთან, გააპროტესტეს და ბოქლომი დაადეს. ამის შემდეგ დაგეშილები მოვარდნენ ოპოზიციის ოფისებთან, მთვრალები გამოხატავდნენ აგრესიას. ბევრს არ ჰქონდა იქ ყოფნის სურვილი, მაგრამ იყო მოთხოვნა და გამოხატეს პროტესტი. ხელისუფლებამ ოპოზიციას მოუწყო აქცია. ესენი იყვნენ საჯარო მოხელეები, ბაღის გამგეები, საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეები, აქ არ იყვნენ ადამიანები მოსული პირადი გაბრაზებით, არამედ ისინი იყვნენ, რომელთაც ფულს უხდიან. ვერავინ დაგვაშინებს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ წავა, არ გავჩერდებით",- განაცხადა ანდრო მაღლაკელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა