გიორგი ვაშაძე - უზურპატორი ხელისუფლების მთავარი ფიგურანტის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა დასავლური ორგანიზაციების მიმართ, ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის 27 ნოემბრის განცხადებას ეხმაურება, სადაც ივანიშვილმა დასავლელი პარტნიორები გააკრიტიკა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, „ოლიგარქ ივანიშვილის მიერ გაკეთებული ეს განცხადებები მისთვის მიუღებელია“.

„პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 27 ნოემბრის სიტყვით გამოსვლისას დასავლური ორგანიზაციები გააკრიტიკა, რაზეც ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ დაგვეფიქსირებინა ჩვენი პირადი პოზიცია.

პირველ რიგში, მადლობა გვინდა გადავუხადოთ იმ დასავლელ პარტნიორებს, რომლებმაც დახმარების ხელი გამოუწოდეს საქართველოს კრიზისულ პერიოდებში. მადლობა მათ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ეს არის უკიდურესად პოზიტიური ფორმატი, რომელიც არის მყარი მაგალითი მეგობრობისა და თანამშრომლობის. ისინი ყველა ხელისუფლების დროს ობიექტურობით გამოირჩეოდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გახლავთ ის მთავარი ფაქტორი რაც დაეხმარება საქართველოს, კვლავ გახდეს ევროპულ სახელმწიფოთა ერთიანი ოჯახის წევრი.

უზურპატორი ხელისუფლების მთავარი ფიგურანტის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა დასავლური ორგანიზაციების მიმართ, ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. აქედან გამომდინარე გვინდა საჯაროდ დავაფიქსიროთ, რომ მხარდაჭერასა და თანადგომას ვუცხადებთ დასავლელ პარტნიორებს. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით დახმარებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ისინი კვლავ განაგრძობენ ჩვენთან თანამშრომლობას,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძის აღნიშნულ კომენტარს პარტია „ახალი საქართველო“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა