ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში ახლად აშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში ახლად აშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ბაღი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, აღსაზრდელებთან ერთად გახსნეს.

გახსნის ცერემონიას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და ადგილობრივები დაესწრნენ.

სოფელში, ბაღი 2 ათეული წელია აღარ ფუნქციონირებდა, რის გამოც ადგილობრივებს ბავშვების ტარება ქალაქის ბაღებში უწევდათ. დღეს კი 3 სოფელში: დვირში, ქვაბისხევსა და ჩითახევში უახლესი სტანდარტების მქონე ბაღი ფუნქციონირებს.

დვირის საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი და მშენებლობის ხარისხითა და აღჭურვილობით ერთ- ერთი გამორჩეული ობიექტია რეგიონში.

ბაღში 14 ადგილობრივი დასაქმდა.

სამშენებლო სამუშაოები და შენობის კეთილმოწყობა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა