გრიგოლ ვაშაძე - აქციები გაგრძელდება ზუსტად ისე, როგორც იყო, რადგან შეხვედრაზე არაფერი გაგვიგია ისეთი, რაც საპროტესტო აქტივობას შეანელებს

საპროტესტო აქციები გაგრძელდება ზუსტად ისე როგორც იყო, იმიტომ რომ არაფერი ჩვენ არ გაგვიგია ისეთი, რაც საპროტესტო აქტივობას შეანელებს, ან გახდის არასაჭიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციის, ხელისუფლების და დიპლომატების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება საკითხს, განაგრძობენ თუ არა, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს კვლავ პიკეტირებას, აღნიშნულთან დაკავშირებით ვაშაძე აცხადებს, რომ „ამაზე დაილაპარაკებენ“.

„ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები არიან შუამავლები, ამიტომ მათ არ შეიძლება ჰქონდეთ რამე შემოთავაზება გარდა იმისა, რომ ყველას სურს საქართველოში იქნებ დამკვიდრდეს ნორმალური პოლიტიკური კულტურა, როცა იდეოლოგიური განსხვავებები სამკვდრო-სასიცოცხლო მტრობის მიზეზი არ არის. რაც შეეხება სამართლებრივ არგუმენტებს, თქვენ არაერთხელ გაქვთ მოსმენილი ირაკლი კობახიძისგან ტელევიზიის მეშვეობით, სადაც მთავარი არგუმენტი არის ის, რომ „არ მომწონს და ეს არ არის კონსტიტუციური“. ის, რომ მორალური და პოლიტიკური ვალდებულება ჰქონდათ აღებული პროპორციული არჩევნების ჩატარების, რასაც ახალგაზრდების ჯანმრთელობა და კინაღამ სიცოცხლე შეეწირა, ამაზე არ საუბრობენ. კარგი ბატონო, კონსტიტუციის შესწორება ვერ გაიტანეთ, ან თქვენ თვითონ ჩააგდეთ, უკვე მნიშვნელობა არ აქვს, აგერ გთავაზობთ კომპრომისულ წინადადებას, რომელსაც არ სჭირდება კონსტიტუციის გადახედვა და გადასწორება“, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ შეხვედრას სამოქალაქო აქტივისტები არ ესწრებოდნენ, ვაშაძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ფორმატი საერთაშორისო მედიატორების მიერ არის შედგენილი და მათ სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობა მოითხოვეს, თუმცა, ამან შედეგი არ გამოიღო“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა