ანონსი 1 დეკემბერი

1 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საქართველოს შიდსის ასოციაციის ორგანიზებით, შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართება.

მის: ლ. გუდიაშვილის 7. ტელ: 577-100-830

1 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისში, „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, ,,უფლებადამცველთა ასოციაცია" ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერ აქციას გამართავს და სიმბოლურად ლობიოს 41 მარცვალს მიიტანს.

საკონტაქტო პირი: ნიკა მემანიშვილი - 598555445

1 დეკემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ფორუმი გაიმართება, რომელსაც ევროპის აკადემიური ცენტრი ყოველწლიურად ატარებს.

საკონტაქტო პირი: სალომე ზარიძე 514 413 413

1 დეკემბერს, 14:00 საათზე, "ექსპო ჯორჯიაში" თბილისის წიგნის დღეებზე რამაზ გიგაურის მასტერკლასი - "როგორ დავტოვოთ „კომფორტის ზონა“ " გაიმართება.

1 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა „გაბედეს“ წევრები აქცია-პერფორმანსს გამართავენ.

1 დეკემბერს, 15:00 საათზე, "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე რამდენიმე დღის წინ ქუთაისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ვაკე, ავალიშვილის 8

საკონტაქტო: 555 602 634 ირაკლი გაბისონია

1 დეკემბერს, 16:00 საათზე, "ექსპოჯორჯიაში" თბილისის წიგნის დღეებზე მკითხველს "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" გამარჯვებულები: ნიკოლას მაჩაბელი, თამარ გოდერიძე და ნანი მანველიშვილი შეხვდებიან.

1 დეკემბერს, 17:00 საათზე, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ლიდერები შეხვედრას გამართავენ.

1 დეკემბერს, 19:30 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით - „შანტაჟი“ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება, რომელიც „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

1 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისში ახალი თეატრი გაიხსნება.

მისამართი: კოტე აფხაზის # 4 (ყოფილი ლესელიძე)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო