1-ელ დეკემბერს, თბილისში ახალი თეატრი გაიხსნება

1-ელ დეკემბერს, თბილისში ახალი თეატრი გაიხსნება. თბილისის კამერული თეატრი - ასე უწოდეს ახალგაზრდა ხელოვანებმა რეჟისორ გიორგი აფხაზავას ლიდერობით სივრცეს, რომელიც ხვალიდან მაყურებელს უმასპინძლებს. თეატრი პრემიერით გაიხსნება, უილიამ შექსპირის „ქარიშხალს“ გიორგი აფხაზავა ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად წარადგენს. პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის, კულტურის სამინისტროსა და ფონდ არტ-ლაბის თანადაფინანსებითა და ხელშეწყობით.

თბილისის კამერული თეატრის დასი ელოდება პრემიერას და იმედოვნებს, რომ ახალი თეატრალური სივრცე თავს შეაყვარებს ქართველ და უცხოელ მაყურებელს.

პრემიერა 20:00 საათზე დაიწყება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს