ხათუნა ლაგაზიძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის გუშინდელ შეხვედრაზე - „ქართული ოცნება“ დიალოგზე რომ წამოვიდეს, მას საკუთარ ამომრჩეველთან სახის შენარჩუნება სჭირდება

თეა წულუკიანის განცხადებამ, რომ მართალია ე.წ გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურად სცნეს, მაგრამ მზად არიან, ოპოზიციის სხვა მოსაზრებები განიხილონ, დამანახა, რომ დიალოგისთვის კარი არ დაიხურა, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „ინტერპრესნიუსთან“ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების გუშინდელ შეხვედრას.

„ჩემთვის გარკვეული იმედის სხივი გააჩინა თეა წულუკიანის კომენტარმა, რომ ე.წ გერმანული კი ვცანით არაკონსტიტუციურადო, მაგრამ ოპოზიციამ სხვა მოსაზრებებიც წამოაყენაო და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს სხვა მოსაზრებები განვიხილოთ, თუკი ისინი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იქნებაო. ამან სიმართლე გითხრათ, მე ის დამანახა, რომ დიალოგისთვის კარი არ დაიხურა და დიალოგის ფორმატის რესურსი არ ამოიწურა“, - აღნიშნა ლაგაზიძემ.

მისივე შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ დღეის მდგომარეობით, თავისი სახე დაკარგული აქვს, რადგან მან დასავლეთის ნდობა და საკუთარი გუნდის პროდასავლური ნაწილი დაკარგა და ახლა მთავარია, თავისი სახე შეინარჩუნოს.

„მთავარი ის არის, რომ დღეს, თუკი არის „ქართულ ოცნებაში“ ის ჯგუფი, რომელიც მზად არის დიალოგზე წამოსასვლელად და თუ კვლავ თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობასთან არ გვაქვს საქმე, იმ ჯგუფს სჭირდება ხელშეწყობა. „ქართული ოცნება“ დიალოგზე რომ წამოვიდეს, მას სჭირდება სახის შენარჩუნება საკუთარ ამომრჩეველთან. ამ პროცესში, მან დასავლეთის ნდობა დაკარგა, დაკარგა საკუთარი გუნდის პროდასავლური ნაწილი. ბევრი დაკარგა, რაც არ უნდა იძახდეს, რომ ის გამარჯვებულია და გარეთ 200 კაცის აქციებს ყურადღებას არ აქცევს. „ქართულმა ოცნებამ“ უამრავი რამ დაკარგა და ახლა მას შერჩა ის ამომრჩეველი, რომელიც გაფართოებული თვალებით უყურებს იმას, „ოცნება“ შეძლებს თუ არა მათი გადმოსახედიდან ძლიერის პოზიციის შენარჩუნებას. სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა „ოცნების“ სახის შენარჩუნებაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ „ოცნებას“ ახლა დასავლეთის ეშინია ერთი მხრივ და საკუთარი ამომრჩევლის დაკარგვის გაცილებით მეტად ეშინია, რადგან თუ ამომრჩევლებმა სისუსტე შეატყვეს, არ ჩამოეშალოთ ის საყრდენი. რაზეც დღეს „ოცნება“ დგას - ადმინისტრაციული რესურსი. ამ პროცესში მთავარია, რომ შეინარჩუნოს სახე“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა