რუსთავში, სავარაუდოდ, გაზით ორი ადამიანი მოიწამლა

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია ორმა ადამიანმა მიიღო. შემთხვევა მე-7-ე მიკრო რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრული პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

შუახნის მამაკაცს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, ქალი კი ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნებით, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში co-ს გაჟონვის მიზეზი, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გაზდანადგარი გახდა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს