ზაზა სარალიძის ადვოკატი - ვადასტურებ,  რომ კითხვის ნიშნები ახლა წარმოებულ საქმესთან დაკავშირებით არ გვაქვს

ეს არის საქმე, რომელმაც მთლიანად გააშიშვლა საქართველოს მართლმსაჯულება, საგამოძიებო სისტემა და ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაგვიჩინა ყველა მათ მიერ წარმოებულ საქმესთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გამოძიება ყველა საჭირო კითხვას სვამს, პრობლემაა, რომ თავის დროზე არ ჩატარდა ბევრი საგამოძიებო მოქმედება, მაგალითად, ბავშვების მიმოწერასთან, ფარდულთან დაკავშირებით.

,,2 წელი შესრულდა ამ ტრაგედიიდან, ტრაგედიიდან, რომელიც გასცდა ერთი კონკრეტული ოჯახის ფარგლებს და მთელი ქვეყნისთვის გახდა ტრაგედია. ეს არის საქმე, რომელმაც მთლიანად გააშიშვლა საქართველოს მართლმსაჯულება, საგამოძიებო სისტემა და ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაგვიჩინა ყველა მათ მიერ წარმოებულ საქმესთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ საქმეზე არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი და პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, მათ შორის სამოხელეო დანაშაულზე, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე და არის განმსაზღვრელი იმის თუ რა ეტაპზე გვაქვს დღეს საქმე. დავადასტურებ, რომ კითხვის ნიშნები ახლა წარმოებულ საქმესთან დაკავშირებით არ გვაქვს, თუმცა, არის ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც აღარ გამოსწორდება, ვეღარ ჩატარდება და ეს არის დიდი მინუსი საქმისთვის,- განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა