მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა ლობიო თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოს გარეთ დათესეს

მოძრაობა "გაბედეს" წევრებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებმა სასამართლოს ეზოში ლობიოს დათესვის საშუალება არ მისცეს, თუმცა წინააღმდეგობის მოუხედავად, მათ მაინც შეძლეს გარკვეულ ტერიტორიაზე მარცვლების მიმობნევა.

ამის შემდეგ მოძრაობის წევრებმა ლობიო თბილისის სასამართლოს ეზოს გარეთ დათესეს. "ფილიშვილებისთვის, ჩინჩალაძისთვის და ყველასთვისაა დათესილი ეს ლობიო იმის ნიშნად, რომ სასამართლო სისტემაში სამართალი აღარ მოიძებნება და იმართება ბიძინა ივანიშვილის მიერ", - აღნიშნა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

მათი თქმით, ყველა ადამიანს, ვინც გავა და შემოვა სასამართლოში, ამ ლობიოს პლანტაციების გავლა მოუწევს. აქტივისტების განმარტებითვე, სასამართლოს მანდატურებმა მათ თავდაპირველად განუცხადეს, რომ ლობიოს დათესვაში ხელს არ შეუშლიდნენ, თუმცა დათესვის დროს წინააღმდეგობა მაინც გაუწიეს.

"ჩვენ არ გვაძლევენ საშუალებას კანონის ფარგლებში ვიმოქმედოთ. რომელ კანონს ვარღვევთ, განგვიმარტეთ", - მიმართა მანდატურს აქტივისტმა, რაზეც მანდატურები პასუხობდნენ, რომ "არ იყვნენ ვალდებულები, რამე აეხსნათ".

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს