რუსეთში ავტობუსის მდინარეში გადავარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავტობუსის 43 მგზავრიდან 19 დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია. საავადმყოფოში გადაყვანილი 14 ადამიანიდან 3-ის მდგომარეობა მძიმეა,“ - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს პრესსპიკერმა

უბედური შემთხვევა ერთ-ერთ ხიდზე მოხდა, როდესაც ქალაქ სრეტენსკიდან ქალაქ ციტასკენ მოძრავმა ავტობუსმა მართვა დაკარგა და მდინარეში გადავარდა. ავტობუსში სულ 43 მგზავრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზი საბურავის გასკდომა გახდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა