რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ-დრამატულ თეატრს დაარსებიდან 52 წელი შეუსრულდა

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ-დრამატულ თეატრს დაარსებიდან 52 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით, თეატრში სპექტაკლის ,,ბედნიერი წყვილი’’ საპრემიერო ჩვენება გაიმართა.

სპექტაკლი ებრაელი დრამატურგის, ხანოხ ლევინის პიესის ,,ცხოვრების ჭაპანი“ მიხედვით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, სოსო ნემსაძემ და რეჟისორმა ნინო შოთაძემ დადგეს.

სპექტაკლში მოქმედება ხანშიშესულ ოჯახში ვითარდება, მთავარ როლებს მსახიობები ნათელა მუხულიშვილი, ნუკრი არჩვაძე და გიორგი ბუაძე ასრულებენ.

თეატრალურ ღონისძიებას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, მერის მოადგილე გოჩა ლორია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე დაესწრნენ.

პრემიერას საპატიო სტუმრის სტატუსით რეჟისორი ქეთი დოლიძე და თეატრალური საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

1967 წლის 30 ნოემბერს, რუსთავის თეატრში, პირველი პრემიერა შედგა. თეატრის დამფუძნებელმა დასმა, გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობითა და რეჟისურით, ედმონ როსტანის ,,სირანო დე ბერჟერაკი“ წარმოადგინა. სპექტაკლში ,,ბედნიერი წყვილი“ მთავარი როლის შემსრულებელი ნათელა მუხულიშვილი სწორედ თეატრის პირველ თაობის წარმომადგენელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა