ბათუმის მწერალთა სახლში საზოგადო მოღვაწის ფერიდე აცამბას ხსოვნისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა

ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის“ ორგანიზებით, ბათუმის მწერალთა სახლში აფხაზი და ქართველი საზოგადო მოღვაწის ფერიდე აცამბას ხსოვნისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ფერიდე აცამბას მოღვაწეობასა და მის წვლილზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების საქმეში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია, ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოსა და ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის“ წარმომადგენლები, აჭარაში მცხოვრები აფხაზები და ფერიდე აცამბას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

დღესვე, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ფერიდე აცამბას სახლ-მუზეუმი გაიხსნა.

ფერიდე აცამბა იყო ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ინსტიტუტსა და აზიის და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ბათუმის საპატიო მოქალაქე. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალი ახალგაზრდა ქართველი და აფხაზი მეცნიერის აღზრდაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს