ადიგენში ხანძრის შედეგად ორი სახლი დაიწვა

ადიგენში ხანძრის შედეგად  ორი სახლი დაიწვა

ადიგენში ხანძრის შედეგად ორი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი მესამე სახლზე გადადიოდა, თუმცა სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა მისი გადარჩენა მოახერხა.

მათივე ცნობით, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.