მეტროსადგურ „დელისთან“ ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და ყვითელი მიკროავტობუსი შეეჯახნენ

თბილისში, მეტროსადგურ “დელისთან” ერთმანეთს 13 ნომერი ავტობუსი და 149 ნომერი სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთი თვითმხილველი უყვება, ავტობუსმა გაჩერებაზე მგზავრები ჩამოსვა, რის შემდეგაც გზის გაგრძელებას გეგმავდა, თუმცა მოულოდნელად მას წინ ყვითელი მიკროავტობუსი ჩაუდგა, რომელიც ავტობუსის მძღოლმა ვერ დაინახა.

შემთხვევის შემდეგ ორივე ტრანსპორტიდან მგზავრები ჩამოსვეს და ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა