მერაბ ქავთარაშვილის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირებისას მომხდარი მკვლელობის საქმეზე  ორი პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თბილისისკენ მოდიოდნენ

პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირებისას მომხდარი მკვლელობის საქმეზე არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თბილისისკენ მოდიოდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაპირისპირებისას დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ძმამ, მერაბ ქავთარაშვილმა განუცხადა.

„ორივე დაკავებულს ვიცნობ. ერთ-ერთი ჩემი ძმისშვილია - არბი ქავთარაშვილი და მეორე რამაზ ხანგოშვილი ჩვენი ნათესავია“, - განაცხადა მერაბ ქავთარაშვილმა.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, მერაბ ქავთარაშვილი აცხადებს, რომ ინფორმაცია არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირებისას ვისო მუთოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, შეიარაღებული დაპირისპირებისას მომხდარი, 1982 წელს დაბადებული ვ.მ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია 2 პირი: 1998 წელს დაბადებული ა.ქ. და 1990 წელს დაბადებული რ.ხ.

ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა