გიორგი ვაშაძე - ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც შედგება და მესამეც

ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც შედგება და მესამეც - ფორმატში დისონანსი შემოიტანეს და ამით უნდოდათ ჩვენს მხარეს დაბნეულობა, ეს ვერ მოხდება,-ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მედიასთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახა, რომ ოპოზიცია არის კონსტრუქციული და ხელისუფება დესტრუქციული. რაც შეეხება ოპოზიციის შემუშავებულ საარჩევნო მოდელს, ვაშაძის თქმით, კანონპროექტი არის კონსტიტუციური, ხელისუფლება კი "თუთიყუშივით იმეორებს, რომ კონსტიტუციას არ შეესაბამება".

"ქართულმა ოცნებამ" რომ იცოდეს, ყველა მათი მოქმედება, რასაც ისინი აკეთებენ, უკვე წინასწარ განჭვრეტადია და სამოქმედო გეგმით, რომელიც მაქვს, შევალ ოპოზიციაში და ჩვენს სტრატეგიას გავაგრძელებთ. დიპლომატების შუამდგომლობით გამართული გუშინდელი შეხვედრა დიდი გამარჯვებაა, რადგან იძულება მოხდა "ქართული ოცნების" , რომ სამუშაო შეხვედრაზე დამსხდარიყვნენ.

ქუთაისის საკითხზე ვიტყვი, რომ ისინი არიან მოძალადეები, ჩვენ მშვიდობიანი პროტესტით ვუპასუხებთ ამას. პოლიციის კორდონით აკეთებენ ამ ყველაფერს, პოლიცია ყოველთვის ჩვენს უფლებებს არღვევს, მაგრამ ჩვენ დავიცავთ კანონს აუცილებლად და ყველა ძალადობას მშვიდობით ვუპასუხებთ. ჩვენსკენ არის სიმართლე. სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდებით და ვიმუშავებთ, რომ საბოლოო შედეგზე გავიდეთ",-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა