ნიკა მელია   დაესწრება სასამართლოს სხდომას,  რომელზეც  „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე მის  მიმართ  განაჩენი გამოცხადდება

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში მივა და სხდომას დაესწრება, რომელზეც „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიასა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მიმართ განაჩენი გამოცხადდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.

ამასთან, 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ნიკა მელიასთვის მხარდაჭერის გამოცხადების მიზნით, ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეიკრიბებიან.

ცნობისთვის, „ქართუ ბანკის“ საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2013 წელს წაუყენეს. მათთან ერთად ბრალდებული იყვნენ სხვა პირებიც, თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, პროკურატურამ ამ საქმეში 25 პირის მიმართ დევნა შეწყვიტა. ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ "ბანკი ქართუს" საქმე 2012 წლიდან თაროზე იყო შემოდებული და ბოლო თვეებში გააქტიურდა მისი განხილვა.

"ბანკი ქართუს" საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქონების გადამალვაში ედავებიან. აღნიშნულ საქმეში ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ნიკა მელია კი 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა